როდის და როგორ დავამყნოთ ხეხილი
02-12-2013
მყნობა ერთი მცენარის (სანამყენე) კალმის ან კვირტის გადანერგვაა მეორე მცენარეზე (საძირე). მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტაციური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცნობილია მყნობის მრავალი წესი, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებული კვირტით და სოლით მყნობაა.
ასევე მე თქვენ გასწავლით კიდევ ბევრნაირ ვარიანტს მყნობისა...
კვირტით მყნობა
კვირტით მყნობა
დღეს საზოგადოებას ასწავნიან რომ, კვირტით მყნობის ვადაა ივლისი-აგვისტო. არადა ივლისის თვეს არაფრით არ შეიძლება მყნობა, ამ დროს ისედაც უჭირს სიცხისგან ხეს და ზედ რაიმე ჭრილობის გაკეთება, მისთვის ტანჯვის ტოლფასია...
თქვენ ადამიანები, თუ სასწრაფოდ საოპერაციო არ არის პაციენტი, პაპანაქება ივლისის თვეში არავინ უკეთებს ოპერაციას, იკეთებთ ოპერაციას? ასევეა მცენარეებშიც, ისინი რომ არ საუბრობენ, იმიტომ კი არ არის რომ რაც გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ მცენარეებზე....
საერთოდ, სასურველი ვადებია მყნობისა აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი... ივლისის ბოლო დღეებიდანაც... 20- ის მერე....
ჭრილობას მინიმუმ 20 დღე ესაჭიროვება შეხორცება...
ზოგადად, კვირტში მყნობა უკეთესია აგვისტოსა და სექტემბერში,
რადგან ამ თვეების განმავლობაში ნამყენს შესანიშნავი კლიმატური გარემო აქვს.
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ნამყენი არ ამართლებს და ეს ბუნებრივიცაა.
ამიტომ ადრიან გაზაფხულზე კვლავ ვამყნით სხვადასხვა ხეხილოვან კულტურას.
რომ
განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, საძირეც ისევე ახალი იყოს, როგორც
კვირტი. ადრეულ წლებში ძველ საძირეზე ამყნიდნენ, მერე ხდებოდა მისი შეხვევა
ნაჭრით, მერე კი პარაფინიზირებას უკეთებდნენ. დღეს ეს მეთოდი
მოძველებულია, თუმცა, არა ერთ მებაღეს ჰგონია, რომ ისევ ამ წესით უნდა
იმუშაოს. საგოზი მიწა, პლასტელინი და პარაფინი დღეს აღარ გამოიყენება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე თანამედროვე და მოხერხებული მასალაა რაფია _
წელვადი პოლიეთილენის ფირი, რომელსაც შემოვახვევთ საძირეს ჩაჭრილ კანში
ჩამაგრებულ კვირტს.
საღი
კვირტი აუცილებლად უნდა იქნას აღებული ერთწლიანი ნაზარდიდან. რაფია იცავს
ნამყენს, მასში წყლის ჩასვლა ან ქარისგან დაზიანება შეუძლებელია. ორი თითის
დადების სიგრძეზე საძირეს წავჭრით. ასე მომზადებულ ნამყენს რაფია
ივნის-ივლისში უნდა მოვხსნათ, როცა კვირტი ნაზარდს გაიკეთებს. ცოტათი
დავადაბლებთ ამ კვირტის ნაზარდს. შემდეგ, ხელს შევუწყობთ, რომ ნამყენი გაძლიერდეს.
ყველა დაინტერესებულ მებაღეს ვურჩევდი, ნუ გააფუჭებენ ნამყენს ძველი
მეთოდების გამოყენებით, რადგან რაფია სრულ გარანტიას გვაძლევს, ნამყენი
საიმედოდ დაცული იყოს, რაც საბოლოოდ, შედეგსაც სრულფასოვანს გვაძლევს.
რაფიის შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში.
საძირეებად გამოიყენება ერთწლიანი ნერგები. შემოდგომით ან ზამთარში საძირეები გადარგეთ ღია გრუნტში.
მოაცილეთ სარეველები და მიწა გააფხვიერეთ, არ მოაკლოთ წყალი.
ზაფხულში ძირიდან 21 სანტიმეტრ სიმაღლეზე შემოაცალეთ ყველა ამონაყარი და ფოთოლი.
ნერგის ქერქზე ამოტვიფრეთ ასო -T-ს მსგავსი ჭრილი და ქერქი ოდნავ მოაცილეთ მერქანს. ასე დამუშავებული საძირე მზად არის დასამყნობად...
სანამყენეზე არჩევენ ერთწლიან კარგად განვითარებულ ყლორტს, საიდანაც აათლიან საუკეთესო კვირტს.
კვირტს ჩასვამენ საძირის T ჭრილში და ახვევენ გამჭვირვალე წებოვან პოლიეთილენის ლენტს ისე, რომ კვირტის თავი (ყუნწი) არ დაიფაროს.
დატოვებული ყუნწის დანიშნულებაა ნამყენის შემოწმება. სანამ თითის ოდნავი შეხებით ყუნწი არ მოსძვრება, მანამ შეხორცების პროცესი მიმდინარეობს. როცა დარწმუნდებით, რომ შეხორცება დასრულდა, ლენტი მოხსენით.
T-სებური კვირტით მყნობის გარდა, ასევე არსებობს ჩახვეული და ნამგალა მყნობა....
ამ მეთოდს ვიდეოთი ავხსნი...
T-სებურ მყნობას ის მინუსი აქვს, რომ აუცილებლად ახალგაზრდა ძირევი უნდა იყოს, რაზედაც ამყნობთ უკვე კარგს...
ჩახვეული და ნამგალა კი იხმარება იმ შემთხვევებში, თუ მცენარის ძირი საკმაოდ ძველია და გვჭირდება მასზე, ახალგაზრდა ნერგის დამყნობა...
ასევე არსებობს, დაფისებრი მყნობა....
სოლით მყნობა
სანამყენე კალმებად იანვარ-თებერვალში იჭრება სასურველი ჯიშის ერთწლიანი, 3-4-კვირტიანი კალმები. კალმები შეკარით კონებად, ჩაფალით სველ ქვიშიან ყუთებში და შეინახეთ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 0°ც-მდეა. გადამწყვეტი ფაქტორი მყნობისას ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობაა. ოპტიმალურად მიიჩნევა 25-27 °ც და 70-85% ჰაერის ტენიანობა.
კალამს ორი მხრიდან ჩაათალეთ ისე, რომ სოლის ფორმა მიიღოს. ჩაჭერით საძირე (გააპეთ) და ჩასვით კალამი. გადანახერხზე წაუსვით ბაღის მალამო და შემოახვიეთ პოლიეთილენის ლენტი. კალამი ისე უნდა ჩასვათ ჭრილში, რომ კალმის ქერქი საძირის ქერქს მჭიდროდ ედებოდეს. კალმით მყნობა გაზაფხულზე, აპრილში ტარდება. მაშინ, როცა ბუნება გამოღვიძებას იწყებს...
მაგრამ გააჩნია ნერგებს, ზოგი მარტის ბოლოსაც შეგვიძლია დავამყნოთ...
Комментариев нет:
Отправить комментарий